183 მილიონი ევრო მზად არის - პსჟ ხვიჩას შემცვლელს იყიდის 183 მილიონი ევრო მზად არის - პსჟ ხვიჩას შემცვლელს იყიდის » Footballnews 183 მილიონი ევრო მზად არის - პსჟ ხვიჩას შემცვლელს იყიდის
გათიშვა

183 მილიონი ევრო მზად არის - პსჟ ხვიჩას შემცვლელს იყიდის

183 მილიონი ევრო მზად არის - პსჟ ხვიჩას შემცვლელს იყიდის
1 საათის და 27 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის გამო „პარი სენ-ჟერმენმა“ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავდაპირველი გეგმები შეცვალოს და შეტევის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელი დაიმატოს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი მანამდეც განიხილავდა მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა შემტევის შეძენას, თუმცა საქართველოს ნაკრების ლიდერის ხანგრძლივმა ტრავმამ შესაძლოა ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადოს.

ფინანსური თვალსაზრისით, პსჟ-ს მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა აქვს. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კლუბმა 183 მილიონი ევროს დადებითი ბალანსით დაასრულა, რაც საჭიროების შემთხვევაში ახალი ფეხბურთელების შესაძენად დამატებით რესურსს აძლევს.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი ფეხბურთელების კანდიდატურებს განიხილავს პარიზული კლუბი. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გუნდის საჭიროებებისა და სატრანსფერო ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით მიიღება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაში (4:2), მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ქართველი ფეხბურთელი ოპერაციას გაიკეთებს და რამდენიმე თვით ვერ ითამაშებს. შესაძლოა, მან მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნება ვეღარც მოახერხოს.

კვარაცხელიას ხანგრძლივი არყოფნა ლუის ენრიკეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას გეგმავენ.

გირჩევთ