ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “არსენალი” და პსჟ დაუპირისპირდებიან.
მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“ეს შრომისმოყვარეობა რიბერის მახსენებს. წარმომიდგენია, რომ კვარაცხელიას თანაგუნდელები მადლიერები არიან მასთან თამაშის გამო და რომ ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ ის მათი გუნდის ნაწილია, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება თამაშის ნებისმიერ მომენტში”. - განაცხადა ლამმა.
ცნობისთვის, “არსენალისა” და პსჟ-ს შეხვედრა 29 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.