ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და მილანის “ინტერი” დაუპირისპირდებიან.
მილანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დენზელ დუმფრიზმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“კვარაცხელია ტექნიკურად ძლიერი და განსაკუთრებული ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება, მაგრამ ინტერი ინტერია”. - განაცხადა დუმფრიზმა.
ცნობისთვის, კვარა და დუმფრიზი არაერთხელ არიან შეხვედრილები, როდესაც კვარა “ნაპოლიში” თამაშობდა.