„პარი სენ-ჟერმენი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს.
Sky Sport Germany-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, პარიზული კლუბი „ლევერკუზენის“ 20 წლის ალჟირელი შემტევით, იბრაჰიმ მაზათი სერიოზულად არის დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, მაზა პსჟ-ის სატრანსფერო სიაშია და შესაძლოა, კლუბმა ის ხვიჩა კვარაცხელიას დროებით შემცვლელად განიხილოს. ფეხბურთელის წარმომადგენლები პარიზელთა ინტერესის შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან.
თუმცა „ლევერკუზენი“ ახალგაზრდა ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს. გერმანული კლუბი მაზას გუნდის მომავალ ლიდერად მიიჩნევს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. მოქმედი ხელშეკრულება 2030 წლამდეა ძალაში, თუმცა „ლევერკუზენს“ მისი კიდევ უფრო გახანგრძლივება და ფეხბურთელისთვის ხელფასის გაზრდა სურს.
იბრაჰიმ მაზა „ლევერკუზენს“ 2025 წლის ზაფხულში ბერლინის „ჰერტადან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ალჟირელმა შემტევმა გერმანული კლუბის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ