საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალში“ ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატარნსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ვილიარეალმა“ გარიგება დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში შაბათს გაფრინდება, კვირას კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ლიონი“ ამ ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. მიქაუტაძე განსაკუთრებული შენაძენია, რომელიც „ვილეარეალს“ სურდა, რადგან დოვბიკის ტრანსფერი არ შედგა“, – წერს ფაბრიციო რომანო.
მიქაუტაძემ ითამაშა „მეცში“, ბელგიურ „სერენში“, „ლიონში“, „აიაქსში“, იყო ბელგიის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თანაბომბარდირი გახდა (3 გოლი).
მიქაუტაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა გოლი. „ვილიარეალი“ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
ქართველი ვილიარეალთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მედიაში სახელდება მისი ანაზღაურებაც - 77 000 ევრო კვირაში, რაც გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს - ინფორმაციას სალარიკსი ავრცელებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ