"მანჩესტერ იუნაიტედმა“ სერიოზული ნაბიჯი გადადგა მეკარის პოზიციის გასაძლიერებლად, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კლუბმა პირადი პირობები უკვე შეათანხმა არგენტინელ მეკარესთან.
დილის საათებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ემილიანო მარტინესი რეალურ კანდიდატად იქცა „წითელი ეშმაკებისთვის“.
ეს ტრანსფერი განსაკუთრებით აქტუალური გახდება იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ შეძლებს 23 წლის ბელგიელი მეკარის ლამენსის ტრანსფერის დახურვას.
ამ დროისთვის მოლაპარაკებები მხარეებს შორის აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
"მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა 32 წლის მეკარის ტრანსფერის განსახორციელებლად, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატი და „ასტონ ვილას“ ერთ-ერთი ლიდერია.