მოგეხსენებათ, გერმანულმა კლუბმა ტენ ჰაგი გუნდიდან მალევე დაითხოვა.
მის ნაცვლად გერმანელებმა არჩევანი დანიელ სპეციალისტზე კასპერ ჰიულმანდზე შეაჩერეს.
53 წლის სპეციალისტი კლუბის პირობებს უკვე დაეთანხმა და ყველა დოკუმენტი მზადაა ხელმოწერისთვის.
ჰიულმანდი ახალ გუნდთან ერთად პირველივე ვარჯიშს მომდევნო 48 საათში ჩაატარებს.
იგი მანამდე დანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა და კლუბურ დონეზეც დიდი გამოცდილება გააჩნია.