როდრიგო: "როცა ჩაბი მოვიდა, დამიძახა და მითხრა..." როდრიგო: "როცა ჩაბი მოვიდა, დამიძახა და მითხრა..." » Footballnews როდრიგო: "როცა ჩაბი მოვიდა, დამიძახა და მითხრა..."
გათიშვა

როდრიგო: "როცა ჩაბი მოვიდა, დამიძახა და მითხრა..."

როდრიგო: "როცა ჩაბი მოვიდა, დამიძახა და მითხრა..."
10 თვის წინ
გიორგი არახამია

მადრიდის “რეალის" შემტევმა როდრიგომ ჩაბი ალონსოსთან ურთიერთობაზე და გუნდში საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მასთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა:

როცა ჩაბი ალონსო მოვიდა, დამიძახა და მითხრა:

 ‘ვიცი, მარცხნივ თამაში გირჩევნია, მაგრამ შეიძლება სხვა პოზიციებზეც დაგვჭირდე’. მე ვუთხარი კარგი, მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც გუნდს დაეხმარება".

როდრიგოს თქმით, მისი ბუნებრივი პოზიცია მარცხენა ფლანგია, სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს:

"ყველამ იცის, რომ მარცხენა ფლანგი ჩემი საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ როცა გუნდს სჭირდება, ვთამაშობ მარჯვენაზე ან თუნდაც ცხრიანის პოზიციაზე. ალონსო კი ძირითადად მარცხნივ მათამაშებს და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

" რეალში" თავს კარგად ვგრძნობ მეტი სათამაშო წუთი მინდა, მაგრამ ვიცი, გაუმჯობესების პროცესში ვარ. ყოველდღე უკეთ ვთამაშობ და ბედნიერი ვარ ამით." — განაცხადა ბრაზილიელმა.

FACEBOOK კომენტარები