"ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაქვეყნა ფინანსური პროგნოზი მომავალი 2025/26 წლების სეზონისთვის.
კლუბის შეფასებით, საერთო შემოსავალი 1.075 მილიარდ ევროს მიაღწევს — რაც ძირითადად უკავშირდება გუნდის ეტაპობრივ დაბრუნებას „Spotify კამპ ნოუზე“.
კლუბის ინფორმაციით, სტადიონის გახსნის შემდეგ მიღებული შემოსავალი დაახლოებით 50 მილიონი ევროთი გაიზრდება.
გარდა ამისა, კლუბი ელოდება:
დამატებით ზრდას სპონსორობის მიმართულებით, რაც ბოლო წლების პოზიტიურ ტენდენციას აგრძელებს და ასევე ახალ რეკორდს სარეკლამო პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით — მიზანი 200 მილიონ ევრომდე მიახლოებაა.
"ბარსელონა“ მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის დაბრუნებას და თანდათანობით იმ ეკონომიკური სირთულეების დაძლევას, რომლებმაც კლუბი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დააზარალა.