პსჟ-ში ნერვიულობენ — ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება პსჟ-ში ნერვიულობენ — ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება » Footballnews პსჟ-ში ნერვიულობენ — ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება
გათიშვა

პსჟ-ში ნერვიულობენ — ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

პსჟ-ში ნერვიულობენ — ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება
1 დღის და 1 საათის წინ
გიორგი არახამია

ფრანგული გამოცემა le10sport წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ სანაკრებო პაუზას შიშით ხვდება.

ბოლო თვეებში ტრავმის გამო გუნდს არაერთი ლიდერი გამოაკლდა.

სტატიის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია უკვე ალიკანტეშია საქართველოს ნაკრებთან ერთად, სადაც ეროვნული გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება.

პარიზელები ფიქრობდნენ, რომ კვარაცხელია ამ სანაკრებო პაუზაზე დასვენებას შეძლებდა და "პარი - სენ ჟერმენის" მომდევნო, გადამწყვეტ მატჩებს ძალიან კარგი ფიზიკური ფორმით შეხვდებოდა. 

ახლა კი კლუბი შიშით ელის, რა მოხდება ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ,“ – წერს le10sport.

შეგახსენებთ, რომ ქართველ შემტევს ბარძაყის მცირე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მისი მონაწილეობა სანაკრებო მატჩებში გარკვეულ კითხვებს იწვევდა.



FACEBOOK კომენტარები