„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი მოხსნას და „ბარსელონას“ 18 წლის სუპერვარსკვლავის, ლამინ იამალის, სანაცვლოდ 230 მილიონი ევრო გადაუხადოს.
თუ ტრანსფერი განხორციელდება, ეს გახდება ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება.
„ბარსელონა“ ამ ეტაპზე ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვას არ განიხილავს, თუმცა ასეთი მასშტაბის შეთავაზებამ შესაძლოა სერიოზულად დააფიქროს კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა.
მოგეხსენებათ, ლამინე იამალი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება.