ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა Festival Dello Sport-თნ მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა:
"აუცილებლად დავბრუნდები მთავარი მწვრთნელის რანგში— ეს ჩემი სამომავლო გეგმაა."
"ჩემი დიდი სურვილია, რომ ერთ დღეს საფრანგეთის ნაკრებს ვუხელმძღვანელო… ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,“ — განაცხადა ზიდანმა.
მოგეხსენებათ, ზიდანი ბოლო პერიოდში არცერთ კლუბს არ წვრთნის, თუმცა საფრანგეთის ნაკრების სათავეში მისი დანიშვნის შანსზე მედია აქტიურად წერს.