ლუჩანო სპალეტიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა პერიოდი, როცა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაასრულა და გუნდი სკუდეტოს მოგების შემდეგ დატოვა.
იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ტრენტოს სპორტის ფესტივალზე ისაუბრა:
"დე ლაურენტისმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ პირობები ისეთი იყო, რომ ვერ დავთანხმდებოდი."
"მან იფიქრა, თითქოს გადამიფიქრებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ მე უკვე გუნდის დატოვება მქონდა გადაწყვეტილი — ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი,“ – განაცხადა სპალეტიმ.
სპალეტის თქმით, კლუბის პრეზიდენტს ეგონა, რომ მისი წასვლა გუნდს დიდ პრობლემას არ შეუქმნიდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა:
"იგი ფიქრობდა, რომ მარტივად გაუმკლავდებოდა ყველაფერს, მაგრამ ვნახეთ, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები.."
"დე ლაურენტისმა ბოლოს გუნდში კარგი სპეციალისტი მოიყვანა, რომელმაც ქალაქს კიდევ ერთი ტიტული აჩუქა.“
შეგახსენებთ, იტალიელი მწვრთნელი „ნაპოლიდან“ 2023 წელს წავიდა — იმ სეზონის შემდეგ, როცა გუნდმა 33-წლიანი პაუზა დაასრულა და სერია A-ს ტიტული მოიპოვა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ