"პარი სენ - ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრუიკე მატჩისწინა კომენტარს აკეთებს.
ენრიკეს თქმით, სანაკრებო პაუზის დროს გუნდში ყოველთვის სიურპრიზები ვითარდება და მნიშვნელოვანია, როგორ ჩამოვლენ ფეხბურთელები და რა მდგომარეობაში იქნებიან.
მან განსაკუთრებით აღნიშნა მარკინიოსის, დუეს, დემბელეს, ფაბიან რუსისა და ნევეშის ტრავმების საკითხი და დაასკვნა, რომ გუნდი ცდილობს მათ ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ფრთხილად იფიქროს.
„ტრავმა ფეხბურთის ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოთამაშეები სრულ მზადყოფნაში იყვნენ ვარჯიშისთვის“, — აღნიშნა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ტრავმების რაოდენობა გუნდისთვის პრობლემად რჩება, თუმცა ენრიკე ამბობს, რომ ეს ფეხბურთის ბუნებრივი ნაწილი და მრავალფაქტორული პროცესია.
მწვრთნელის თქმით, აუცილებელია გუნდმა ყველა მატჩისთვის თანაბრად მომზადება და ფილოსოფიით მუშაობა გააგრძელოს, მიუხედავად ზოგიერთი მოთამაშის დანაკლისისა
სტრასბურის წინააღმდეგ შეხვედრის შესახებ ლუის ენრიკე აცხადებს, რომ ეს რთული თამაში იქნება, რადგან გუნდი ახალგაზრდა და ძლიერი შემადგენლობით თამაშობს.
პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში 7 ტურის შემდეგ ლიდერობს 16 ქულით და სტრასბურის წინააღმდეგ საკუთარ საშინაო მოედანზე 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.