დევიდ ჯეიმსი: „მამარდაშვილი რთულ პერიოდს გაივლის, მაგრამ ამისთვის საკმარისად ძლიერია“ დევიდ ჯეიმსი: „მამარდაშვილი რთულ პერიოდს გაივლის, მაგრამ ამისთვის საკმარისად ძლიერია“ » Footballnews დევიდ ჯეიმსი: „მამარდაშვილი რთულ პერიოდს გაივლის, მაგრამ ამისთვის საკმარისად ძლიერია“
გათიშვა

დევიდ ჯეიმსი: „მამარდაშვილი რთულ პერიოდს გაივლის, მაგრამ ამისთვის საკმარისად ძლიერია“

დევიდ ჯეიმსი: „მამარდაშვილი რთულ პერიოდს გაივლის, მაგრამ ამისთვის საკმარისად ძლიერია“
4 დღის წინ
გიორგი არახამია

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილი მეკარე, დევიდ ჯეიმსი, გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველ მეკარეს „მერსისაიდელთა“ რთულ პერიოდში სერიოზული გამოცდა ელის.

„ლივერპული ახლა კარგ ფორმაში ნამდვილად არ არის. გიორგი ისეთ სიტუაციაში მოხვდა, სადაც ყველაფრის სწავლა ძალიან სწრაფად მოუწევს."

"უახლოეს კვირებში გუნდს მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება და ეს მისთვის დიდი გამოცდა იქნება,“ — თქვა ჯეიმსმა.

მისი თქმით, მამარდაშვილის მიმართ კლუბის ნდობა აშკარად იგრძნობა:

„მასში £29 მილიონი გადაიხადეს — ეს არ არის მსოფლიოს რეკორდი, მაგრამ ასეთ თანხას შემთხვევით არ ხარჯავენ. თუ ‘ლივერპულმა’ გადაწყვიტა, რომ ერთ სეზონად გაენათხოვრებინა, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ სჯერათ მისი. დარწმუნებული ვარ, გიორგი ასეთ ვითარებებს ღირსეულად გაუმკლავდება.“



FACEBOOK კომენტარები