ლუჩანო სპალეტი ახალი გამოწვევისკენ მიიწევს — ხელმოწერამდე მხოლოდ დეტალებია დარჩენილი  ლუჩანო სპალეტი ახალი გამოწვევისკენ მიიწევს — ხელმოწერამდე მხოლოდ დეტალებია დარჩენილი  » Footballnews ლუჩანო სპალეტი ახალი გამოწვევისკენ მიიწევს — ხელმოწერამდე მხოლოდ დეტალებია დარჩენილი 
გათიშვა

ლუჩანო სპალეტი ახალი გამოწვევისკენ მიიწევს — ხელმოწერამდე მხოლოდ დეტალებია დარჩენილი 

ლუჩანო სპალეტი ახალი გამოწვევისკენ მიიწევს — ხელმოწერამდე მხოლოდ დეტალებია დარჩენილი 
1 დღის და 23 საათის წინ
გიორგი არახამია

იტალიელი სპეციალისტი ლუჩანო სპალეტი სულ მალე ახალ გუნდს ჩაიბარებს.

ავტორიტეტული წყაროების ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია.

66 წლის მწვრთნელი უახლოეს დღეებში ტურინში გაემგზავრება, სადაც იუვენტუსის ხელმძღვანელობას ოფიციალურად შეხვდება და კონტრაქტს მოაწერს ხელს. 

ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, წლიური ანაზღაურებით დაახლოებით 3 მილიონი ევრო.

სპალეტის სამწვრთნელო შტაბში შევლენ მარკო დომენიკინი, დანიელე ბალდინი და ფრანჩესკო სინატი, რაც მისი სამუშაო სტილის გაგრძელებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ კლუბში უკვე მუშაობს მწვრთნელის შვილი ფედერიკო სპალეტი, რომელიც სკაუტის პოზიციას იკავებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი ბოლოს იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი წარმატებით იდგა ისეთი კლუბების სათავეში, როგორებიცაა „ნაპოლი“, „რომა“, „ინტერი“ და „ზენიტი“.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მისი დაბრუნება კლუბურ საფეხბურთო ცხოვრებაში ოფიციალურად ძალიან მალე დადასტურდება.

FACEBOOK კომენტარები