ფრანგი ჟურნალისტი: „ენრიკე კვარას პოზიციასთან დაკავშირებით ზედმეტად ჯიუტობს“  ფრანგი ჟურნალისტი: „ენრიკე კვარას პოზიციასთან დაკავშირებით ზედმეტად ჯიუტობს“  » Footballnews ფრანგი ჟურნალისტი: „ენრიკე კვარას პოზიციასთან დაკავშირებით ზედმეტად ჯიუტობს“ 
გათიშვა

ფრანგი ჟურნალისტი: „ენრიკე კვარას პოზიციასთან დაკავშირებით ზედმეტად ჯიუტობს“ 

ფრანგი ჟურნალისტი: „ენრიკე კვარას პოზიციასთან დაკავშირებით ზედმეტად ჯიუტობს“ 
1 დღის და 8 საათის წინ
გიორგი არახამია

ფრანგი სპორტული ჟურნალისტი დანიელ რიოლო კვლავ კრიტიკით გამოეხმაურა ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებს „პარი სენ-ჟერმენში“. 

RMC Sport-ის პოდკასტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მწვრთნელი ზედმეტად ამტკიცებს საკუთარ იდეას ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გამოყენებით.

რიოლოს თქმით, ამ ტაქტიკამ შედეგი ვერ მოიტანა და, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მატჩებში — მაგალითად, ბრესტის ან ლორიანის წინააღმდეგ — "ამან შეიძლება იმუშაოს, უმეტეს შემთხვევაში კვარას ბუნებრივი პოზიცია მარცხენა ფლანგია, სადაც მისი პოტენციალი უკეთესად ჩანს.'

ჟურნალისტმა ასევე დასძინა, რომ ენრიკემ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საკუთარი ხედვის „დამტკიცება“ ფეხბურთელის თამაშის ხარჯზე.

ცნობისთვის, ბოლო შეხვედრაში, სადაც კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა — ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი ასისტია.

FACEBOOK კომენტარები