ლამინ იამალმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო ლამინ იამალმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო » Footballnews ლამინ იამალმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
გათიშვა

ლამინ იამალმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ლამინ იამალმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
6 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი არახამია

მედიაში გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, გადაწყვიტა საკუთარი ქონება დედის სახელიდან მოხსნას და მასთან ერთად, არგენტინელ მომღერალ ნიკი ნიკოლთან, ერთობლივ ანგარიშზე დაარეგისტრიროს.

როგორც იწერება, ნიკი ნიკოლმა იამალს მიუთითა, რომ ის უკვე სრულწლოვანია და დროა, დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრების მოწყობა. 

ცნობების თანახმად, 18 წლის ფეხბურთელს არ სჭირდება მშობლის ზედამხედველობა და მათ ერთად უნდა შექმნან მომავალი.

გავრცელებული ინფორმაციით, იამალის ქონება დაახლოებით 8 მილიონ დოლარს შეადგენს, ნიკი ნიკოლის კი — 3 მილიონს. 

საუბარია, რომ ისინი გეგმავენ ერთობლივი ფინანსური ანგარიშის გახსნას, რაც, მათი ურთიერთობის ახალ ეტაპად განიხილება.

FACEBOOK კომენტარები