ჟოან ლაპორტა: "მესის წასვლა? მე არაფერს ვნანობ" ჟოან ლაპორტა: "მესის წასვლა? მე არაფერს ვნანობ" » Footballnews ჟოან ლაპორტა: "მესის წასვლა? მე არაფერს ვნანობ"
გათიშვა

ჟოან ლაპორტა: "მესის წასვლა? მე არაფერს ვნანობ"

ჟოან ლაპორტა: "მესის წასვლა? მე არაფერს ვნანობ"
23 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი არახამია

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტზე — ლეო მესის წასვლაზე.

,,მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა მესის წასვლა, მე არაფერს ვნანობ. ბარსელონა ნებისმიერ ადამიანზე მაღლა დგას!

"ლეოს დაბრუნება ან იჯარა? არარეალური სცენების დრო არ არის“ - განაცხადა ლაპორტამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს და მესის ორივეს სურდა თანამშრომლობის გაგრძელება, იმ პერიოდში არსებული ფინანსური პრობლემები და ლა ლიგის მკაცრი ხელფასის ლიმიტი ამის საშუალებას აღარ იძლეოდა.

შეგახსენებთ, 2021 წელს როცა გუნდი კრიზისში იყო ფინანსური წესების გამო ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელი გახდა, ამის გამო მესიმ კატალონიური კლუბი დატოვა და კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელა.

ლაპორტამ ასევე აღნიშნა, რომ მესი კლუბის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა ,,ბარსელონა" ყოველთვის უნდა იდგეს პირველ ადგილზე.

FACEBOOK კომენტარები