ეს რომ მამარდას გაეკეთებინა... - რას წერენ ლივერპულის ფანები ალისონის შეცდომაზე ეს რომ მამარდას გაეკეთებინა... - რას წერენ ლივერპულის ფანები ალისონის შეცდომაზე » Footballnews ეს რომ მამარდას გაეკეთებინა... - რას წერენ ლივერპულის ფანები ალისონის შეცდომაზე
გათიშვა

ეს რომ მამარდას გაეკეთებინა... - რას წერენ ლივერპულის ფანები ალისონის შეცდომაზე

ეს რომ მამარდას გაეკეთებინა... - რას წერენ ლივერპულის ფანები ალისონის შეცდომაზე
2 საათის და 31 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

პრემიერლიგის მეცხრამეტე ტურში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ლიდსს“ ფრედ ეთამაშა (0:0) და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე არნე სლოტის გუნდის ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.

მასპინძელთა გუნდის კარს ალისონი იცავდა, რომელმაც 32-ე წუთზე ბურთი უხეიროდ აიტანა, მაგრამ მისი შეცდომით ამპადუმ ვერ ისარგებლა და უელსელის დარტყმულ ბურთს ბრაზილიელი დაეუფლა. ალისონმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო: Flashscore 6.8, Whoscored 6.6, sofascore 6.6. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.

„ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩიდან 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 4 იანვარს ლონდონში „ფულჰემს“ დაუპირისპირდება. 

ლივერპულის ქომაგები აღნიშნულ შეცდომაზე წერენ:

ეს რომ მამარდაშვილს გაკეთებინა, სამყარო დასრულდებოდა
ფაქტია, ალისონი ხელშეუხებელი აღარ არის

იფიქრეთ მეკარის შეცვალზე

მეტი შანსი მამარდაშვილს

FACEBOOK კომენტარები