ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„მადრიდის „რეალი“ ოფიციალურად აცხადებს, რომ კლუბსა და ჩაბი ალონსოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, დასრულდეს მისი საქმიანობა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ჩაბი ალონსო ყოველთვის ისარგებლებს მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრების სიყვარულითა და პატივისცემით, რადგან ის კლუბის ლეგენდაა და კარიერის ყველა ეტაპზე „რეალის“ ღირებულებებს ღირსეულად წარმოადგენდა. მადრიდის „რეალი“ მისთვის მუდამ სახლად დარჩება.
კლუბი მადლობას უხდის მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის, ერთგულებისთვის და წარმატებებს უსურვებს“, – ვკითხულობთ „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდზე.
44 წლის ესპანელმა სპეციალისტმა მსოფლიო ფეხბურთის გრანდი მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. მან გუნდს 34 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც „რეალმა“ 24 მოიგო. 11 იანვარს „სამეფო კლუბი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ 2:3 დამარცხდა.
მადრიდის „რეალი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა იქნება. წარსულში გუნდის ფეხბურთელი მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ