ლივერპულის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა Foot Mercato იტყობინება. გამოცემის ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა მერსისაიდელებს მამარდაშვილის იჯარით აყვანის შეთავაზებით მიმართა.
თურქული კლუბი მზადაა, ქართველი მეკარის იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, „ბეშიქთაშს“ სურს, რომ შეთანხმებაში იჯარის გახანგრძლივების შესაძლებლობაც გაიწეროს. იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ლივერპული“ მამარდაშვილის გაშვებას დათანხმდეს.
თუმცა „წითლებს“ შეუძლიათ, იჯარიდან დააბრუნონ კიდევ ერთი მეკარე, 24 წლის ვიტესლავ იაროში, რომელიც ზაფხულამდე „აიაქსში“ არის განათხოვრებული. აქვე გეტყვით, რომ გიორგიმ ბოლოს „წითლების“ მაისურით 12 იანვარს ითამაშა, როდესაც „ლივერპულმა“ ასოციაციის თასზე „ბარნსლის“ მოუგო. სულ მის ანგარიშზე მერსისაიდული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 17 მატჩია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ