"გალათასარაის" ფორვარმდა ვიქტორ ოსიმენმა La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ნაპოლიში" 2023 წელს სოციალურ ქსელში მომხდარი სკანდალურ ამბებზე დეტალურად ისაუბრა.
მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" TikTok-ზე ნიგერიელის შესახებ ორი ვიდეო გამოქვეყნდა. ერთგან ის ბავშვივით ითხოვს პენალტს და მსაჯს ემუდარება, რომ თერთმეტმეტრიანი დაუდოს, მეორეგან კი ვიქტორი "ქოქოსს" შეადარეს, რაც ბევრმა რასისტულ შეურაცხყოფად აღითქვა.
ოსიმენმა წლების შემდეგ სიმართლეს ფარდა ახადა და თქვა, რომ ამ ყოველივე შემდეგ, კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდა.
"ნაპოლის" გულშემატკივრების გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ამის შემდეგ აღნიშნულ ფაქტზე არ მისაუბრია. ისინი ჩემს სახლშიც კი მოდიოდნენ და ახსნა-განმარტებას მთხოვდნენ. ვუთხარი და ვთხოვე, რომ თავი ჩემს ადგილას წარმოედგინათ . მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ეს Tik-Tok ვიდეო გამოაქვეყნა, რაღაც ნამდვილად გაფუჭდა.
ნებისმიერმა შეიძლება გააფუჭოს პენალტი, ყველას შეიძლება დასცინოდნენ ამის გამო, მაგრამ "ნაპოლიმ" ეს მხოლოდ მე გამიკეთა, თანაც გარკვეული მინიშნებებით. რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი და წასვლა მინდოდა.
"ნაპოლის" მაისურით გადაღებული ფოტოები Instagram-დან წავშალე და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს, რომ გულშემატკივრები ჩემს წინააღმდეგ აემხედრებინათ. წარმოიდგინეთ, ჩემი ქალიშვილი თავს უფრო ნეაპოლიტანელად გრძნობს, ვიდრე ნიგერიელად.
მათ თქვეს, რომ სპალეტისთან ვიჩხუბე, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ლუჩიანოს უდიდეს პატივს ვცემ. ის თვეების განმავლობაში დღე და ღამე გვავარჯიშებდა და გვარწმუნებდა, რომ შეგვეძლო ტიტულის მოგება. სპალეტი ბევრ მოთამაშეს დაეხმარა უმაღლეს დონეზე ასვლაში.
ის ბევრს ითხოვდა, მაგრამ სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტს იძლეოდა. ზოგიერთი მწვრთნელი ჯერ პიროვნებად, შემდეგ კი ფეხბურთელად გავითარებს.
ჯენტლმენური შეთანხმება გვქონდა, რომ წასვლა შემეძლო, მაგრამ მეორე მხარემ თავისი სიტყვა ბოლომდე არ შეასრულა. ძალიან ცუდად მექცეოდნენ და უბრალოდ ცდილობდნენ, რომ სადმე გავეშვი. ბევრი ვიშრომე კარიერაში წინსვლისთვის და ასეთ მოპყრობასთან შეგუება არ შემეძლო. მარიონეტი არ ვარ", - თქვა ოსიმენმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ