საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ხვალ სამეფო თასის მეოთხედფინალში „მურსიას“ დაუპირისპირდება და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება. მართალია, ესპანეთის ჩემპიონატში რამდენიმე ტურში მისი ასპარეზობა უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ თორნიკე შენგელია კატალონიური გრანდის წამყვანი კალათბურთელია და ამას ყველა აღიარებს. მურსიელებთან შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კატალონიური Sport-ის ჟურნალისტი გაესაუბრა და შეკითხვა კალათბურთის ნაცვლად ფეხბურთზე დაუსვა, რაზეც თოკოსგან ამომწურავი პასუხი მიიღო.
თორნიკე შენგელია: "ბავშვობაში ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და ძირითადად ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს ვუყურებდი, მაგრამ პეპ გუარდიოლასა და მისი ტიკი-ტაკას გამოჩენის შემდეგ, „ბარსელონას“ ერთგული გულშემატკივარი გავხდი. ყველამ კარგად იცის, რომ ერიკ გარსიასთან ვმეგობრობ. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ასეთივე ფეხბურთელია. სამაგალითოა მისი კარიერული ისტორიაც - თავის დროზე „ბლაუგრანას“ დატოვება მოუწია, ჯერ „მანჩესტერ სიტიში“ იყო, შემდეგ „ჟირონაში“, თუმცა ფარ-ხმალი არ დაყარა და მშობლიურ გუნდში დაბრუნდა, სადაც დაცვის ხაზის საიმედოობას განაპირობებს".
ცნობისათვის, თორნიკე შენგელიამ წლევანდელ სეზონში „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 41 შეხვედრაში 476 ქულა, 151 მოხსნა, 95 ასისტი, 14 დაფარება და 30 ჩაჭრა დააგროვა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ