კიევის "დინამოს" ყოფილმა მეკარემ დენის ბოიკომ, პსჟ-ს უკრაინელი ახალწვეულის ილია ზაბარნისა და გუნდის რუსი მეკარის, მატვეი საფონოვის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
ბოიკოს თქმით, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს მართლაც სთხოვა, რომ საფონოვი გუნდიდან გაეშვათ.
"ამ ამბავში კარგი ისაა, რომ მოედანზე ერთად არ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ზაბარნი საფონოვს არც კი ეკონტაქტება.
გარდა ამისა, თავად ილიასაც ვესაუბრე, ვიცი, რომ მან პსჟ-ს ხელმძღვანელებს პირობა წაუყენა, რომ საფონოვი კლუბიდან აუცილებლად უნდა გაეშვათ. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ილიას და მე გვსურდა
კონტრაქტის ასე მარტივად გაწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ ილია აბსოლუტურად სწორად იქცევა. წავიკითხე უამრავი ნეგატიური კომენტარი მის მიმართ, რომ ეს თითქოს პიარი იყო, მაგრამ არა, ილია ძალიან შეგნებული ადამიანია. მას ყველაფერი ესმის, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესაც ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. მან თავისი სურვილი და ქმედება შეასრულა, მაგრამ კლუბსა და საფონოვს შორის საკონტრაქტო ვალდებულებები არსებობს", - განაცხადა ბოიკომ.
შეგახსენებთ, ზაბარნი პსჟ-ს "ბორნმუთიდან", 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ