ფრანგული პრესა აფეთქდა - კვარამ თავისი გოლით პსჟ-ს ზუსტად ეს მოუტანა ფრანგული პრესა აფეთქდა - კვარამ თავისი გოლით პსჟ-ს ზუსტად ეს მოუტანა » Footballnews ფრანგული პრესა აფეთქდა - კვარამ თავისი გოლით პსჟ-ს ზუსტად ეს მოუტანა
გათიშვა

ფრანგული პრესა აფეთქდა - კვარამ თავისი გოლით პსჟ-ს ზუსტად ეს მოუტანა

ფრანგული პრესა აფეთქდა - კვარამ თავისი გოლით პსჟ-ს ზუსტად ეს მოუტანა
2 საათის და 19 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მერვედინალშია - ლუის ენრიკეს გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირების ფარგლებში „მონაკო“ 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. საპასუხო მატჩში (2:2) პარიზელთა ერთ-ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ფრანგულმა პრესამ კი ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა: 

Maxifoot: მონაკოს მცველ ვოუტ ფაესს პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში პირველ ტაიმში რეალური ხიფათი ვერ შექმნა. მეორე ტაიმში საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ანგარიში 2:1 გახადა, რითაც პსჟ-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა. 

FootMercato: პარიზელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ქართველი წარმატებას ვერ აღწევდა, თუმცა დიდი წვლილი შეჰქონდა პსჟ-ს დაბალანსებულ თამაშში და პროდუქტიული იყო დაცვაში.

 L'Equipe: 66-ე წუთზე კაიო ენრიკეზე სწრაფად მოახდინა რეაგირება და პსჟ დააწინაურა. ხშირად კარგავდა ბურთს და პოზიტიური მომენტების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. 

Le Parisien: განსაკუთრებულ ფეხბურთელს, როგორც მას მატჩის წინ ლუის ენრიკემ უწოდა, პირველ ტაიმში საკუთარი უნარების ჩვენება უჭირდა. 44-ე წუთზე კარგი პასი გაუკეთა ზაირ-ემერის. მეორე ტაიმში ხვიჩა უკეთ ათამაშდა და პსჟ დააწინაურა, როცა ჰაკიმის დარტყმის შემდეგ დამატებაზე ყველას დაასწრო. 

90min.com: 65 წუთის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, მაგრამ პსჟ წინ გაიყვანა და ეს გოლი არადამაჯერებელი თამაშის კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს.

FACEBOOK კომენტარები