ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან შეხვედრის შესახებ ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან შეხვედრის შესახებ » Footballnews ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან შეხვედრის შესახებ
გათიშვა

ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან შეხვედრის შესახებ

ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან შეხვედრის შესახებ
2 საათის და 42 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი 2025/2026 წლის სეზონის მერვედფინალში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

„შესანიშნავი წილისყრაა, კმაყოფილი ვარ. ინგლისური გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა. შურისძიებაზე არ ვფიქრობთ – ჩვენ ჩემპიონები ვართ, საკუთარი გზა გვაქვს და ის წარმატებით უნდა გავიაროთ“, – განაცხადა ენრიკემ.

პსჟ-სა და „ჩელსის“ პირველი შეხვედრა 11 მარტს პარიზში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი ლონდონში ერთი კვირის შემდეგ ჩატარდება.

ეს გუნდები უკანასკნელად ერთამენთს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდნენ, მაშინ გამარჯვება „ჩელსის“ დარჩა – 3:0.

FACEBOOK კომენტარები