მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს მეშვიდე ნომერს 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მნიშვნელობა ევროპულ ტურნირზე. წინ კი „ჩელსისთან“ მერვედფინალური ეტაპის ორი შეხვედრა ელოდება. კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესი არ არსებობს — პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი ქართველ თავდამსხმელს ყურადღებით აკვირდება.
TEAMtalk-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“ და „ლივერპული“ კვარაცხელიას მდგომარეობას აკვირდებიან. ქართველმა ფეხბურთელმა „პსჟ“-ში გადასვლის შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 66 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამავე წყაროს ცნობით, პსჟ-მ პოტენციურ მყიდველებს უკვე მიანიშნა, რომ თუ ვინგერის გაყიდვა დღის წესრიგში დადგება, კლუბი მინიმუმ იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში გადაიხადა — დაახლოებით 68 მილიონ ფუნტს (91.35 მილიონი დოლარი, 78.63 მილიონი ევრო) და ისინიც მზად არიან, გადაიხადონ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ