„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტურნირის მოქმედი გამარჯვებული საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსისთან“ ჩაატარებს.
„კარგ ფორმაში ვართ და გუნდის მოტივაციაც მაღალია. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მოუთმენლად ველით, როდის ვითამაშებთ „პარკ დე პრანსზე“ შესანიშნავი ატმოსფეროს ფონზე. ბოლო შეხვედრამ გულშემატკივრები გააწბილა და გვინდა, უკეთ ვითამაშოთ. მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადეთ და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენს ხასიათსა და ბრძოლისუნარიანობას ვაჩვენებთ, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.
ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება ყველაზე რთულია, ხოლო ზედიზედ მეორედ ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ყველამ იცის, რომ ამის უნარი გვაქვს, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ არის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩელსისთან“ საპასუხო შეხვედრაც გველის. ეს ჩვენი მიზნის არსს არ ცვლის – შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე მატჩი კარგად უნდა ჩავატაროთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. მეტოქე ძლიერი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
ჩვენ კარგად გვესმის ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ამას ჩვეულებრივად ვიღებთ – ბოლოს და ბოლოს, „პარი სენ-ჟერმენს“ წარმოვადგენთ და ბუნებრივია, რომ ჩვენი გუნდის გარშემო დიდი ყურადღებაა.
გუნდის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ჩემზე გავლენას არ ახდენს – ასეთ სიტუაციებს უკვე მივეჩვიეთ. იმისთვის, რომ ობიექტურად გავაანალიზოთ, რა ხდება მატჩის დროს, მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ხშირად ცდილობთ ერთი კონკრეტული მიზეზის პოვნას, თუმცა რეალურად ყველაფერი რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული. ამ ორმატჩიან დაპირისპირებას ერთნაირი მიდგომით შევხვდებით – როგორც პირველ, ისე საპასუხო შეხვედრას.
რაც შეეხება „ჩელსისა“ და პსჟ-ის სათამაშო სტილის განსხვავებას, ჩვენ, ალბათ, მეტოქეზე მეტად გვიყვარს ბურთის ფლობა, თუმცა მათაც ძალიან კარგად გამოსდით ეს ყველაფერი.
რთულ მომენტებში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნაა. ახლა არც ინდივიდუალურ საკითხებზე და არც ნეგატიურ თემებზე საუბრის დროა – ჩვენი მთავარი ამოცანა გუნდური თამაშის გაუმჯობესებაა. მსგავსი მატჩების წინ ზოგჯერ გადაჭარბებული მოტივაცია პრობლემადაც შეიძლება იქცეს, თუმცა იმედი მაქვს, ამას გავუმკლავდებით. ვიცით, როგორი ფეხბურთის თამაში გვინდა და გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ასეთ სიტუაციებს სწორად ვმართოთ“, – აცხადებს ლუის ენრიკე.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა 11 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ