პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ფრანგებმა 5:2 მოიგეს. 62-ე წუთზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
„სანაკრებო პაუზის შემდეგ ცუდ ფორმაში ვიყავით, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. გვქონდა პრობლემები, რომლებიც აღმოვფხვერით. მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი გუნდის ირგვლივ ყოველთვის ხმაურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი გუნდი მყავს.
კრიტიკა ზოგადად ნორმალურია და ეს უნდა მივიღოთ. არავინ საუბრობს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე დღეს. როდესაც ამ მხრივ პრობლემები გვქონდა, ყველა ამას განიხილავდა. რთულია ახსნა რა მოხდა მატჩში, მთავარია ჩვენ გავიმარჯვეთ.
ისეთ ფორმაში ვართ, რომ 90-ე წუთზე გოლის გატანა თავისუფლად შევძელით. რთული მომენტები გვქონდა, მაგრამ სტადიონზე ატმოსფერო წარმოუდგენელი იყო. როგორი თამაშიც არ უნდა გვქონდეს, ბოლომდე ვიბრძვით — ჩვენ ისეთი გუნდი ვართ, რომელიც არასდროს ჩერდება.
შედეგი შესანიშნავია, თუმცა ჯერ საპასუხო მატჩიც გვაქვს სათამაშო. „მსგავს შეხვედრებში უკვე ბევრჯერ გვითამაშია და ასეთ სიტუაციებს მიჩვეულები ვართ. ყოველ ჯერზე, როცა მეტოქე ანგარიშს ათანაბრებდა, ჩვენ მაინც ჩვენს თამაშს ვაგრძელებდით. საპასუხო მატჩის მოგებასაც ვეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება.“
კვარას სკამზე დატოვება? ყველა ფეხბურთელისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვეძებ. მატჩი, რომ ახლა იწყებოდეს, იგივეს გავაკეთებდი" - ამბობს ენრიკე.
ჩელსისა და პსჟ-ს განმეორებითი მატჩი ლონდონში 17 მარტს შედგება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ