ჩელსის მწვრთნელი - ამას პრემიერლიგაში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ ჩელსის მწვრთნელი - ამას პრემიერლიგაში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ » Footballnews ჩელსის მწვრთნელი - ამას პრემიერლიგაში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ
გათიშვა

ჩელსის მწვრთნელი - ამას პრემიერლიგაში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ

ჩელსის მწვრთნელი - ამას პრემიერლიგაში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ
2 საათის და 29 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შეაფასა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

„უპირველესად, მინდა, ჩვენი მეკარე იორგენსენი გავამხნევო. მან დაშვებული შეცდომების გამო გასახდელში ბოდიში მოიხადა, თუმცა ფეხბურთში ასეთ რამეები ხდება.

ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით, რომელსაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ინგლისის პრემიერლიგაში ხშირად ვერ ნახავთ კვარაცხელიას, დემბელესა და ბარკოლას დონის მოთამაშეებს“, – განაცხადა როსენიორმა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 მარტს ლონდონში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები