საქართველო-ისრაელის ნაკრებების შეხვედრა „მაღალი რისკის“ მატჩების ნუსხაშია - ისრაელის მედია საქართველო-ისრაელის ნაკრებების შეხვედრა „მაღალი რისკის“ მატჩების ნუსხაშია - ისრაელის მედია » Footballnews საქართველო-ისრაელის ნაკრებების შეხვედრა „მაღალი რისკის“ მატჩების ნუსხაშია - ისრაელის მედია
გათიშვა

საქართველო-ისრაელის ნაკრებების შეხვედრა „მაღალი რისკის“ მატჩების ნუსხაშია - ისრაელის მედია

საქართველო-ისრაელის ნაკრებების შეხვედრა „მაღალი რისკის“ მატჩების ნუსხაშია - ისრაელის მედია
1 საათის და 57 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ისრაელის მედიის ცნობით, 26 მარტს დაგეგმილ საქართველო-ისრაელის დაპირისპირებას „მაღალი რისკის“ მატჩის სტატუსი მიენიჭა, რის გამოც სტუმარი გუნდის თბილისში ყოფნისას უსაფრთხოება მაქსიმალურად გაძლიერდება. 

როგორც Sport5.co.il წერს, ისრაელის ნაკრებს დედაქალაქში სტანდარტულზე ბევრად მეტი მცველი ჩამოჰყვება. ფეხბურთელებს ეკრძალებათ სასტუმროს ტერიტორიის გარეთ გასვლა და მატჩის დამთავრებისთანავე ისინი სასწრაფოდ გაემგზავრებიან საქართველოდან თავიანთ კლუბებში.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების წლის პირველი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები