ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისრაელთან ვერ მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისრაელთან ვერ მოგებული მატჩის შემდეგ » Footballnews ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისრაელთან ვერ მოგებული მატჩის შემდეგ
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისრაელთან ვერ მოგებული მატჩის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისრაელთან ვერ მოგებული მატჩის შემდეგ
1 საათის და 39 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისრაელის ნაკრებთან ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.

„შეიძლება, ის ხარისხი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვინდოდა, თუმცა ყველა მაქსიმალურად ცდილობდა შესაძლებლობების გამოვლენას. მივმართავ გულშემატკივრებს, ვმუშაობთ, რათა ახალი რაღაცები დავამუშავოთ სექტემბრის მატჩებისთვის და ალბათ, პრობლემა ის იყო, რომ მომენტებში ბევრი შეცდომა დავუშვით.

ვფიქრობ, გუნდმა დადებითი რამეებიც აჩვენა, ვაგრძელებთ განვითარებას და იმედია, მივალთ იმ მიზნამდე, რომელიც დასახული გვაქვს.

ყოველთვის დიდი მოტივაციაა, როცა საქართველოში ვთამაშობთ. ბედნიერები ვართ, რომ მათთვის, გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. მიხარია, ორი გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ ასევე ცოტა დამწუხრებული ვარ, რადგან ვერ მოვიგეთ. ყველაფერი წინ არის, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ დეტალებზე, რომელიც დასახვეწი გვაქვს და ჩემი აზრით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა. მაყურებელს ვთხოვ, უბრალოდ დაგველოდონ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუვასთან ჩაატარებს.

FACEBOOK კომენტარები