გიორგი მამარდაშვილი - მეორე ტაიმში ერთი რამ განსაკუთრებით გაგვიჭირდა გიორგი მამარდაშვილი - მეორე ტაიმში ერთი რამ განსაკუთრებით გაგვიჭირდა » Footballnews გიორგი მამარდაშვილი - მეორე ტაიმში ერთი რამ განსაკუთრებით გაგვიჭირდა
გათიშვა

გიორგი მამარდაშვილი - მეორე ტაიმში ერთი რამ განსაკუთრებით გაგვიჭირდა

გიორგი მამარდაშვილი - მეორე ტაიმში ერთი რამ განსაკუთრებით გაგვიჭირდა
1 საათის და 40 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, ხვიჩა კვარაცხელიამ ისრაელის ნაკრებთან ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„საბოლოო ჯამში კარგი თამაში არ გამოვიდა. პირველ ტაიმში გოლიც გავიტანეთ, მეორე გოლის შემდეგ კი ცოტა მოვდუნდით, კონცენტრაცია დავკარგეთ და შესაბამისად, ჩვენს კარში ორი გოლი მივიღეთ. ბოლო წუთებიც რთული იყო. ალბათ, პასუხები ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ, რათა გამოვასწოროთ ჩვენი თამაში.

ამ მატჩების მიზანია, რომ სექტემბრის ოფიციალური შეხვედრებისთვის მოვემზადოთ და იმ თამაშებს კარგ ფორმაში შევხვდეთ. უნდა გავაუმჯობესოთ ტაქტიკური თამაში და ფიზიკური მომზადებაც, რადგან, როგორც გამოჩნდა, მეორე ტაიმში გაგვიჭირდა და პირველი ტაიმი ფიზიკური თვალსაზრისით უკეთესი იყო. შემდეგ შეხვედრაში ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით“, – განაცხადა მამარდაშვილმა.

FACEBOOK კომენტარები