უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოსთან ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოსთან ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს » Footballnews უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოსთან ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
გათიშვა

უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოსთან ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს

უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოსთან ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
1 საათის და 33 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინა ჩვენს გუნდთან ახალი მთავარი მწვრთნელით ითამაშებს – სერგეი რებროვი თანამდებობას დატოვებს, – ინფორმაციას Sport.ua ავრცელებს.

უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. სერგეი რებროვის გუნდმა შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში შვედეთთან ნომინალურად საშინაო მატჩი 1:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

უკრაინული გამოცემის ცნობით, 31 მარტს ალბანეთთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი მოქმედი მთავარი მწვრთნელისთვის ამ პოსტზე ბოლო იქნება. შესაბამისად, მისი მუშაობა ეროვნულ ნაკრებში საწვრთნელი შეკრების დასრულების შემდეგ დასრულდება.

„ფედერაცია უკვე ადგენს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატთა სიას. მათ შორის არიან უნაი მელგოსა, რომელიც ამჟამად 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის და რუსლან როტანი, რომელიც ამჟამად ჟიტომირის „პოლიესიეს“ ხელმძღვანელობს და წარსულში 23-წლამდელთა ოლიმპიურ ნაკრებს ავარჯიშებდა“, – წერს Sport.ua.

FACEBOOK კომენტარები