იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც იტალია პენალტების სერიაში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა.
„ფეხბურთელებს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. დიდი ხანია არ გვინახავს იტალიის ნაკრები ასეთი მოტივაციითა და ენერგიით მოთამაშე. შედეგი ძალიან მძიმეა, თუმცა მისი მიღება გვიწევს – სხვა არჩევანი არ გვაქვს. მსაჯებზე საუბარს არ ვაპირებ. მეორე გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ჩაწოდებებმაც სერიოზული სირთულეები შეგვიქმნა.
ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ამ მარცხთან შეგუება რთული იქნება, პირადად ჩემთვის ეს დიდი დარტყმაა. იმდენად დაცლილი ვარ, თითქოს ძალა აღარ შემრჩა. იტალიური ფეხბურთისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მტკივენულია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა.
გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, მუნდიალზე ვერ გავედით. თუმცა მინდა იცოდნენ, რომ მოთამაშეებმა მაქსიმუმი გაიღეს. ფეხბურთი ასეთია – ხანდახან წარმატებას აღწევ, ხანდახან კი მძიმე მარცხს იღებ. ჩემს კარიერაში ორივე გამომიცდია, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, განსაკუთრებით რთული გადასატანია“, – ამბობს გატუზო.
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. მუნდიალის ოთხგზის გამარჯვებულმა მთავარ საფეხბურთო ფორუმზე ვერც 2018 და 2022 წლებში ითამაშა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ