არნე სლოტი - პირველ მატჩში პსჟ-ს ფეხბურთელებმა მამარდასთან ეს 7-ჯერ თუ 8-ჯერ გააკეთეს არნე სლოტი - პირველ მატჩში პსჟ-ს ფეხბურთელებმა მამარდასთან ეს 7-ჯერ თუ 8-ჯერ გააკეთეს » Footballnews არნე სლოტი - პირველ მატჩში პსჟ-ს ფეხბურთელებმა მამარდასთან ეს 7-ჯერ თუ 8-ჯერ გააკეთეს
გათიშვა

არნე სლოტი - პირველ მატჩში პსჟ-ს ფეხბურთელებმა მამარდასთან ეს 7-ჯერ თუ 8-ჯერ გააკეთეს

არნე სლოტი - პირველ მატჩში პსჟ-ს ფეხბურთელებმა მამარდასთან ეს  7-ჯერ თუ 8-ჯერ გააკეთეს
7 საათის და 40 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, პარი სენ ჟერმენთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს ხვალ რისკზე წასვლა მოუწევს:

,,ამ სეზონში დიდ შეხვედრებში არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სხვაგვარი თამაშებიც გვქონია, ამას სრულად ვაცნობიერებ, მაგრამ ბევრი მატჩი, განსაკუთრებით კი პრინციპული დაპირისპირებები, ძალიან კარგად ჩავატარეთ.

წელიწად-ნახევარია, რაც მთელი შემადგენლობით ერთად ვართ. ამ პერიოდში ჩატარებული 49 საშინაო მატჩიდან 36-ჯერ მოვახერხეთ 2 ან მეტი გოლის გატანა. მესმის, რომ ამ 49-ვე მატჩში პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ არ გვითამაშია, თუმცა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ამგვარად, ნამდვილად არსებობს იმის რწმენა, რომ ხვალ განსაკუთრებული რამის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა ამის მისაღწევად განსაკუთრებული თამაში იქნება საჭირო - ჩვენ ხომ ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ ვთამაშობთ, ეს კი დავალებას კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ შეუძლებელს ნამდვილად არ ხდის.

რამდენად განსხვავებული იქნება ხვალინდელი მატჩი პირველისგან? გულშემატკივრებს, ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ იმის დაჯერება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ხვალინდელი მიდგომა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც პარიზში გვქონდა. მათთვის, ვინც მიცნობს, ცნობილია, რომ მე არასდროს გამომყავს გუნდი მოედანზე იმ დავალებით, რომ 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ჩასხდნენ. პირველ მატჩში მაღალი პრესინგი ძალიან ბევრჯერ ვცადეთ. სამწუხაროდ, 7-8 ასეთ ეპიზოდში მეტოქე ჩვენს მეკარესთან პირისპირ დარჩა. ასე რომ, ხვალაც ჩვენი მიდგომა რისკზე წასვლა იქნება. ბურთის მოსაპოვებლად პრესინგია საჭირო, თუმცა დავინახეთ, რამდენად რთულია პსჟ-ს ფეხბურთელების წინააღმდეგ ამის გაკეთება.

ხვალ ერთმანეთს ხვდება 2 გუნდი, რომელთაც ბურთის დიდხანს ფლობა სურთ. ჩვენს ბოლო დაპირისპირებაში მეტოქეს 76%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა. ამიტომ, პირველი, რაც ხვალ უნდა შევცვალოთ ბურთის უფრო მეტად კონტროლია.''

- არნე სლოტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ლივერპული პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

FACEBOOK კომენტარები