ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულთან მატჩს ეხმაურება:
Eurosport: „გოლი არ გაუტანია, მაგრამ მისი გამოსვლა სხვა მხრივ იყო გადამწყვეტი: ორთაბრძოლებსა და დაცვით თამაშში. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია, მაგრამ შავი სამუშაოს შესასრულებლად ყოველთვის მზად არის. ის იდეალური განსახიერებაა იმისა, რასაც ლუის ენრიკე ითხოვს. მოკლედ, მეომარია.“
Le Parisien: „თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ქართველი გარემარბი საწყის წუთებში ძალიან აქტიური იყო და მეოთხე წუთზე შანსის გამოყენება სცადა. ამის შემდეგ ცოტათი გაუჩინარდა და რამდენჯერმე ბურთი დაკარგა. იყო მომენტები, როდესაც ფიზიკურად გადაღლილი ჩანდა, მაგრამ დაცვას მთელი მატჩის განმავლობაში ეხმარებოდა. საკუთარი გამოსვლა საგოლე გადაცემითა და პრე-ასისტით გააუმჯობესა.“
L’Equipe: „ფიზიკური ბრძოლების მხრივ მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა. ორთაბრძოლებში ფრიმპონგს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა და მისი წყალობით „პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განავითარა. საგოლე გადაცემა მიითვალა და მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დაცვაში თამაშით წნეხში მყოფ ლუკა ერნანდესს უდიდესი დახმარება გაუწია.“
90min: „საწყისი 15 წუთი ისე ჩაატარა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს მორიგი ტოპ დონის გამოსვლა უნდა ეჩვენებინა, მაგრამ პარიზელთა ჩავარდნამ მომენტუმი დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა საგოლე გადაცემა გაეკეთებინა და მეორე გოლში მიეღო მონაწილეობა.“ Maxifoot: „პირველ თამაშში ბრწყინვალე იყო და საპასუხო შეხვედრაშიც სახიფათო გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა დაუღალავად იმუშავა, რათა დაცვაში თანაგუნდელებს დახმარებოდა, ხოლო შეტევაში მომენტები შეექმნა. მისმა ძლიერმა გაქცევებმა და ჩაწოდებებმა „ლივერპულს“ პრობლემები შეუქმნა და იდეალურ პოზიციაში იყო, როცა დემბელემ პირველი გოლი გაიტანა. ასევე, უნდა დავაფასოთ მისი პასი ბარკოლაზე, რომელსაც მეორე გოლი მოჰყვა
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ