ერთი კარგი ამბავია - დასახელდა პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ ერთი კარგი ამბავია - დასახელდა პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ » Footballnews ერთი კარგი ამბავია - დასახელდა პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ერთი კარგი ამბავია - დასახელდა პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ

ერთი კარგი ამბავია - დასახელდა პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ
1 საათის და 41 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია და კომპანია პირველ შეხვედრას საკუთარ სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, გამართავენ; მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

 ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერთან“ თამაშს ლუის ენრიკეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ნუნუ მენდეშმა და ვიტინიამ ტრავმები მოიშუშეს და ისინი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. L’Equipe წერს: „ვიტინია სასტარტო თერთმეტეულში დასაწყებად მზადაა და შესაძლოა, ლუის ენრიკემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიყვანოს იგივე შემადგენლობა.

 ბრედლი ბარკოლა დეზირე დუეს კონკურენტია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „ანჟესთან“ ბარკოლა ძირითადში იყო, სავარაუდოდ, მატჩს დუე დაიწყებს“. 

„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა L’Equipe-ის მიხედვით: მატვეი საფონოვი, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, ვიტინია, უორენ ზაირ-ემერი, ჟოაუ ნევეში, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე.

FACEBOOK კომენტარები