მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პარი სენ ჟერმენთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,როგორ დავიცავთ თავს პსჟ-ს შემტევების წინააღმდეგ? შემიძლია კითხვა შემოვაბრუნო: რას აპირებენ ისინი ჩვენს თავდამსხმელებთან? ეს ორმხრივი პროცესია. ორივე გუნდი კრეატიულობით გამოირჩევა, გარდა ამისა, პოზიციური თამაშითა და გამოსავლის პოვნითაც. ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს. პსჟ-ს უკვე მეოთხედ ვეთამაშებით და მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს მეტოქეზეც.
ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ერთმანეთს ბევრჯერ ვეთამაშეთ, თუმცა ეს ორმხრივია. ვიცით, როგორ მოვაქციოთ მეტოქე წნეხის ქვეშ. მათ ყველა რგოლში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა, თუ ჩვენს გუნდს შეხედავთ, ეს თვისებები ჩვენც გვაქვს.
ჩვენ წელს უკვე ბერნაბეუზე და პარიზში გავიმარჯვეთ. პსჟ, რა თქმა უნდა, კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ თუ რომელიმე გუნდს შეუძლია ამ გამოწვევის მიღება, ეს ჩვენ ვართ.
ლუის ენრიკე? ის საოცრად მუშაობს. არ გამკვირვებია, რომ მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ლუის ენრიკეს გუნდებს ეტყობა, რომ მათში ნამდვილი გუნდური სულია. მისი მოთამაშეები დარბიან და იბრძვიან, ის ამას ყველგან ახერხებს. ქუდს ვიხდი მის წინაშე!'' - ამბობს კომპანი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ