ტიერი ანრი ანრი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - მისმინეთ, ეს ბიჭი ძალიან სერიოზულია და ერთი იშვიათი რამ აქვს ტიერი ანრი ანრი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - მისმინეთ, ეს ბიჭი ძალიან სერიოზულია და ერთი იშვიათი რამ აქვს » Footballnews ტიერი ანრი ანრი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - მისმინეთ, ეს ბიჭი ძალიან სერიოზულია და ერთი იშვიათი რამ აქვს
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ტიერი ანრი ანრი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - მისმინეთ, ეს ბიჭი ძალიან სერიოზულია და ერთი იშვიათი რამ აქვს

ტიერი ანრი ანრი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - მისმინეთ, ეს ბიჭი ძალიან სერიოზულია და ერთი იშვიათი რამ აქვს
2 საათის და 30 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ტიერი ანრიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც ბაიერნთან მატჩში დუბლი შეასრულა - პარი სენ-ჟერმენმა მეტოქე 5:4 დაამარცხა.

მისმინეთ, ეს ბიჭი სერიოზულია. ძალიან სერიოზული. როცა მას ვუყურებ, ვხედავ გამბედაობას, ინტელექტსა და ხასიათს. ის შიშის გარეშე თამაშობს. მას ბურთი რთულ მომენტებშიც სურს, უნდა, რომ მეტოქეებზე წავიდეს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს. ასეთი მენტალიტეტი იშვიათია.

ხალხი მხოლოდ მის ტექნიკაზე საუბრობს, მაგრამ უფრო ღრმად ჩაიხედეთ. მისი დროის შეგრძნება, მისი მოძრაობა, ის, თუ როგორ იწევს ცენტრისკენ, როგორ ქმნის სივრცეს სხვებისთვის, როგორ მიდის პრესინგზე და მუშაობს უბურთოდ. მას ფეხბურთი ესმის.

მას შეუძლია მოატყუოს ერთი, ორი, ხანდახან სამი კაციც კი. მას შეუძლია გოლის გატანა, საგოლე გადაცემის გაკეთება, ჯარიმების მოპოვება და მატჩის რიტმის შეცვლა. როდესაც თამაში ჩაკეტილია, სწორედ ასეთ ფეხბურთელებს უყურებენ მწვრთნელები და ეუბნებიან: წადი და რაღაც განსაკუთრებული გააკეთე.

და გულწრფელი რომ ვიყო, ეს არის ის, რაც „არსენალს“ ზოგჯერ აკლია. მათ აქვთ სტრუქტურა, აქვთ დისციპლინა, აქვთ ხარისხი, მაგრამ გარკვეულ მომენტებში სჭირდებათ ვინმე, ვისაც დამოუკიდებლად შეუძლია მეტოქის გეგმის დანგრევა.

„არსენალის“ ადგილას რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი მის მოსაყვანად. ყველაფერს. იმიტომ, რომ პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გჭირდებათ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა მაშინ, როცა მხოლოდ ტაქტიკა საკმარისი აღარ არის.

წარმოიდგინეთ ის „ემირეითსზე“ იმ გულშემატკივრებთან ერთად, ერთ-ერთზე მცველების წინააღმდეგ, როგორ უტევს სივრცეებს, ქმნის ქაოსს. ეს გუნდებისთვის ნამდვილი კოშმარი იქნებოდა.

კვარაცხელია უბრალოდ კარგი ფეხბურთელი არ არის. ის თამაშის ბედის შემცვლელია. ის არის ისეთი ტიპის მოთამაშე, რომელსაც შენთვის ტიტულები მოაქვს

FACEBOOK კომენტარები