ლუის ენრიკე ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ - მსგავსი რამ ჩემს საფეხბურთო კარიერაში არ მინახავს ლუის ენრიკე ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ - მსგავსი რამ ჩემს საფეხბურთო კარიერაში არ მინახავს » Footballnews ლუის ენრიკე ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ - მსგავსი რამ ჩემს საფეხბურთო კარიერაში არ მინახავს
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ლუის ენრიკე ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ - მსგავსი რამ ჩემს საფეხბურთო კარიერაში არ მინახავს

ლუის ენრიკე ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ - მსგავსი რამ ჩემს საფეხბურთო კარიერაში არ მინახავს
2 საათის და 17 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, როგორი გუნდი ვართ. ჩემს კარიერაში იშვიათად მინახავს შეხვედრა, სადაც ასეთი მაღალი ინტენსივობა და გამარჯვების სურვილი იყო. მსგავსი სანახაობით ორივე გუნდის გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. თამაშის ტემპი მთელი მატჩის განმავლობაში არ დაგვიგდია და ასეთ რიტმს იშვიათად შეხვდები.

ორივე გუნდი და თითოეული მოთამაშე ქებას იმსახურებს. როცა სამი ბურთით წინ ხარ, მეტოქე რისკზე მიდის, მით უმეტეს, როცა მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. შეხვედრა რთული აღმოჩნდა და იგივე სირთულე გველოდება საპასუხო მატჩშიც.

ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როცა ამ სეზონში ისინი დამარცხდნენ. საბოლოოდ, შედეგით კმაყოფილები ვართ – ორივე გუნდმა თავისი ხასიათი ნათლად წარმოაჩინა“, – თქვა ენრიკემ.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში ჩატარდება.

FACEBOOK კომენტარები