ლუის ენრიკემ არტეტას საკადრისი პასუხი გასცა - ასე მუშაობს ეს ბიზნესი ლუის ენრიკემ არტეტას საკადრისი პასუხი გასცა - ასე მუშაობს ეს ბიზნესი » Footballnews ლუის ენრიკემ არტეტას საკადრისი პასუხი გასცა - ასე მუშაობს ეს ბიზნესი
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ლუის ენრიკემ არტეტას საკადრისი პასუხი გასცა - ასე მუშაობს ეს ბიზნესი

ლუის ენრიკემ არტეტას საკადრისი პასუხი გასცა - ასე მუშაობს ეს ბიზნესი
1 საათის და 57 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში საკუთარ მოედანზე „ლორიანთან“ ვერ მოიგო (2:2), მაგრამ „ბაიერნთან“ მატჩის მერე და მატჩამდე, ლუის ენრიკემ გუნდის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა დაასვენა.

თანაც, ეს ქულების დაკარგვა პსჟ-ს ძვირად არ დაუჯდა, რადგან „ლანსმა“ „ნიცას“ ვერ აჯობა (1:1), შესაბამისად, მათ შორის, 6-ქულიანი სხვაობა შენარჩუნა. „ლორიანთან“ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზი გავუსვა „ლორიანის“ თამაშს. რთული გუნდია. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ყოველთვის დადებითია მამაცი გუნდების ნახვა. კმაყოფილი ვარ ჩემი ყველა ფეხბურთელის თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეტს ველი, რაც ნორმალურია. თუმცა, ძალისხმევის თვალსაზრისით, კარგად შევასრულეთ სამუშაო. დავიმსახურეთ მატჩის მოგება. მათ ორი შეტევიდან ორი გოლი გაიტანეს. სამი ქულა გვჭირდებოდა, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. ლიგაში ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

ვცდილობდით, თამაში ისე გაგვეკონტროლებინა, როგორც გვინდოდა. გამარჯვება გვქონდა მიზნად, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. მოტივაციის თვალსაზრისით, ძალიან რთულია ჩემპიონატს დაუბრუნდე მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი მატჩი წარმოუდგენელ ატმოსფეროში ჩაატარე. თუმცა, ამას შევეჩვიეთ და ვცდილობ, ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველ მატჩში, ყოველ ვარჯიშზე ბევრად მეტი მოვითხოვო. შედეგი სამწუხაროა, რადგან სამი ქულა გვჭირდებოდა.

არტეტამ თქვა, რომ „ბაიერნი“ და პსჟ ნაკლებად მომთხოვნ ჩემპიონატებში თამაშობენ? ყველას თავისი აზრი აქვს. არაფერი მაქვს დასამატებელი. ლიგა 1-სა და ბუნდესლიგაში ნაკლები მატჩებია, რაც კარგია ფიზიკური და ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით. უბრალოდ, საჭიროა პრესკონფერენციაზე რაღაც განსაკუთრებულის თქმა, პროდუქტის გასაყიდად, უბრალოდ, ასე მუშაობს ბიზნესი. ყველას თავისი აზრი აქვს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 70 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 10 მაისს, „ბრესტს“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე 6 მაისს, „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

FACEBOOK კომენტარები