ბრძოლა იწყება - პარი სენ-ჟერმენი რეალის მთავარი ამომავალი ვარსკვლავის საყიდლად ემზადება ბრძოლა იწყება - პარი სენ-ჟერმენი რეალის მთავარი ამომავალი ვარსკვლავის საყიდლად ემზადება » Footballnews ბრძოლა იწყება - პარი სენ-ჟერმენი რეალის მთავარი ამომავალი ვარსკვლავის საყიდლად ემზადება
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ბრძოლა იწყება - პარი სენ-ჟერმენი რეალის მთავარი ამომავალი ვარსკვლავის საყიდლად ემზადება

ბრძოლა იწყება - პარი სენ-ჟერმენი რეალის მთავარი ამომავალი ვარსკვლავის საყიდლად ემზადება
4 საათის და 28 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„პარი სენ-ჟერმენი“, უკვე რამდენიმე თვეა, მადრიდის „რეალის“ ტალანტის, ხოან მარტინესის გადაბირებაზე აქტიურად მუშაობს. 2007 წელს დაბადებული ესპანელი ცენტრალური მცველი ფრანგული კლუბის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

„კასტილიის“ პერსპექტიული მოთამაშის სატრანსფერო საქმეს უშუალოდ პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ხელმძღვანელობს. პორტუგალიელი სპეციალისტი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს და ცდილობს, ფეხბურთელი პარიზული პროექტის მიმზიდველობაში დაარწმუნოს.

მიუხედავად ფრანგების დიდი ინტერესისა, ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება. მარტინესს „სამეფო კლუბთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლამდე აკავშირებს, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 150 მილიონ ევროს შეადგენს.

FACEBOOK კომენტარები