ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ში ნაჩვენებ თამაშზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და პარალელი ჩემპიონთა ლიგაზე მის შედეგიან გამოსვლასთან გაავლო.
„ლანსის წინააღმდეგ პსჟ სუსტად გამოიყურებოდა, რადგან შემადგენლობა საგრძნობლად იყო შეცვლილი. ლანსმაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაგრამ გუნდები თანაბრად თამაშობდნენ. ანგარიში მაინცდამაინც არ ასახავს ძალთა იმ ბალანსს, რაც მოედანზე ვიხილეთ. გარდა ამისა, ფაქტია, რომ პსჟ-ს ჰყავს გარკვეული საერთაშორისო კლასის მოთამაშეები, რაც მათ ბურთის დაბრუნების შემდეგ კარგი მომენტების შექმნის საშუალებას აძლევთ. და თავდამსხმელი, რომელიც მანამდე ცუდად გამოიყურებოდა, რადგან ლიგა 1 აშკარად საერთოდ არ აინტერესებდა – კვარაცხელიაზე ვსაუბრობ, ეს ბიჭი მაინც საოცრებაა.
ჩემპიონთა ლიგაზე ის ყველას ატყუებს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უკვე სასაცილო ხდება. იმ პირველ წუთებში, სანამ „ლანსს“ გოლს გაუტანდა, მას არავინ მოუტყუებია. ერთ მომენტში გავიფიქრე კიდეც: „საერთოდ სასტარტოშია?“ დამავიწყდა, მოედანზე რომ იყო. მაგრამ მისი გაკრიტიკება უკვე შეუძლებელია. იგებ ლიგა 1-ის ტიტულს და ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში გადიხარ. ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, რაც პარიზელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის სამაგალითოა და საუკეთესოა. რა უნდა თქვა? კვარა სტაბილურად შესანიშნავია. და მაშინაც კი, როცა 28 წუთის განმავლობაში ცუდად გამოიყურება, ის გოლის გატანას მაინც ახერხებს,“ – განაცხადა რიოლომ RMC-ის ეთერში, გადაცემა After Foot-ში.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ლიგა 1-ის 27 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე კი 15 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი უფიქსირდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ