არსენალის მცველი სალიბა - ეს საშიშად გამოიყურება, მაგრამ აი, რას შევთავაზებთ არსენალის მცველი სალიბა - ეს საშიშად გამოიყურება, მაგრამ აი, რას შევთავაზებთ » Footballnews არსენალის მცველი სალიბა - ეს საშიშად გამოიყურება, მაგრამ აი, რას შევთავაზებთ
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

არსენალის მცველი სალიბა - ეს საშიშად გამოიყურება, მაგრამ აი, რას შევთავაზებთ

არსენალის მცველი სალიბა - ეს საშიშად გამოიყურება, მაგრამ აი, რას შევთავაზებთ
2 საათის და 56 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

მრავალწლიანი უტიტულობის შემდეგ, არსენალის ცენტრალური მცველი, უილიამ სალიბა, პრემიერ ლიგის ტიტულს აღარს სჯერდება. ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ არსენალი ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი. არსენალი ახლა ბუდაპეშტისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან დიდი დაპირისპირებისთვის ემზადება. სალიბამ აღიარა ლუის ენრიკეს გუნდის ხარისხი, განსაკუთრებით შეტევაში, მაგრამ მიაჩნია, რომ „მეთოფეების“ თავდაცვითი შედეგები მათ თავდაჯერებულობას აძლევს.

სალიბამ ნათლად განაცხადა, რომ არტეტას ხელმძღვანელობით არსენალის პირველი ტიტული მხოლოდ დასაწყისია. მცველმა ასევე ისაუბრა პსჟ-ს შემტევი მოთამაშეების, მათ შორის უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შექმნილ საფრთხეზე.

ჯერ პრემიერ ლიგით დავიწყეთ, ამიტომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ კმაყოფილი. მეტი მინდა და მომავალ კვირას, ჩემპიონთა ლიგაზე, მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ისინი გასულ წელსაც საშიშები იყვნენ და წელსაც საშიშები არიან. ასე რომ, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვიცით, რომ თუ მათი დამარცხება გვინდა, 100%-ით უნდა ვიყოთ მზად.

ამ სეზონში საუკეთესო დაცვა გვყავს და როდესაც საუკეთესო ხარ, გინდა საუკეთესოდ ითამაშო, ამიტომ ერთი მხრივ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ასეთი თავდამსხმელები იდგებიან - იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ.

- განაცხადა სალიბამ

არსენალის ყურადღება ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან დაპირისპირებაზეა გადატანილი, რადგან ისინი, კლუბის ისტორიაში პირველი ლიგის მოგებას ცდილობენ. სალიბას და არსენალის დაცვას, კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შეტევის წინააღმდეგ, ყველაზე რთული გამოცდა ელის, თუმცა გუნდში მაღალი თავდაჯერებულობა რჩება მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შეძლეს, 2004 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობა (პრემიერ ლიგაში).

FACEBOOK კომენტარები