30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში "არსენალი" პსჟ-ს დაუპირისპირდება.
"მეთოფეებმა" პრემიერლიგის ბოლო 2 ტურში ნომინალური მარჯვენა მცველის გარეშე ითამაშეს, რადგან იურიენ ტიმბერი და ბენ ვაითი ტრავმირებულები იყვნენ. ამ პოზიციაზე ჯერ ცენტრალური მცველი კრისტიან მოსკერა ვიხილეთ, შემდეგ კი ცენტრალური ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი.
"არსენალის" ინსაიდერის, HandofArsenal-ის ცნობით, ნიდერლანდელმა მცველმა იურიენ ტიმბერმა გუშინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და გუნდთან ერთად დღეს ბუდაპეშტში გაფრინდება.
იქნება თუ არა ტიმბერი პსჟ-სთან სამატჩო განაცხადში ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ლონდონურ გუნდს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
ნიდერლანდელმა ბოლოს 26 მარტს, "ევერტონის" წინააღმდეგ ითამაშა. თუ ის შაბათს ძირითად შემადგენლობაში იქნება, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა მოუწევს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ