პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო.
ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული პსჟ-სა და ლონდონის არსენალის მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა, პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს - 1:1 (4:3). მატჩის შემდეგ პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა მედიასთან ისაუბრა:
„დღეს ისტორიული დღეა, ერთ-ერთი საყვარელი დღე ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ვამაყობ ამ გუნდით. ყველა ეჭვქვეშ აყენებდა ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ჩვენი ფეხბურთელების და პერსონალის. ლუის ენრიკე ძალიან, ძალიან განსაკუთრებული მწვრთნელი და პიროვნებაა. ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. მან გუნდთან ერთად საოცარი სამუშაო შეასრულა. პირველი ტაიმის შემდეგ ჩემს ბიჭებს ვუთხარი: 'ჩვენ მოვიგებთ'. გპირდებით, ეს მატჩამდეც ვიგრძენი. მე ვიცნობ ჩვენს გუნდს. ეს მათ თვალებში დავინახე. ეს გამარჯვება მხოლოდ პსჟ-სთვის არ არის, ის ყველასთვისაა, ვისაც ფეხბურთის ყურება უყვარს. თუმცა, არსენალს არ გაუმართლა. ისინიც შესანიშნავი გუნდი არიან და დიდი პატივისცემა მათ მიმართ.“
ამგვარად, პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზულმა გუნდმა მილანის ინტერი 5:0 გაანადგურა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ