საოცარი მატჩები გველის - ცნობილია მუნდიალის პლეიოფის 4 წყვილი საოცარი მატჩები გველის - ცნობილია მუნდიალის პლეიოფის 4 წყვილი » Footballnews საოცარი მატჩები გველის - ცნობილია მუნდიალის პლეიოფის 4 წყვილი
გათიშვა

საოცარი მატჩები გველის - ცნობილია მუნდიალის პლეიოფის 4 წყვილი

საოცარი მატჩები გველის - ცნობილია მუნდიალის პლეიოფის 4 წყვილი
2 საათის და 6 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. E, F და D ჯგუფის მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვა პლეიოფის კიდევ სამი წყვილი.

მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ ცნობილი იყო, რომ 1/16-ფინალურ ეტაპზე კანადა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებოდა. მატჩი 28 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ინგლევუდში გაიმართება. დღეს კი ცნობილი გახდა შემდეგი წყვილები:

ნიდერლანდები – მაროკო (30 ივნისი, 05:00 საათი, მონტერეი)

აშშ – ბოსნია და ჰერცეგოვინა (2 ივლისი, 04:00 საათი, სანტა კლარა)

ბრაზილია – იაპონია (29 ივნისი, 21:00 საათი, ჰიუსტონი)

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი სათამაშო დღე დარჩა. უნდა გაირკვეს G, H, I, J, K, L ჯგუფებიდან გასული გუნდები, ასევე უნდა გადანაწილდეს ადგილები.

FACEBOOK კომენტარები