აშშ-ის ეროვნული ნაკრებისა და „მონაკოს“ თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ფეხბურთელს, რომელმაც 1/16-ფინალში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოგებულ მატჩში (2:0) ტარიკ მუჰარემოვიჩის წინააღმდეგ უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეეცვალა.
როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უშუალოდ დაუკავშირდა ფიფა-ს და მის ხელმძღვანელს, ჯანი ინფანტინოს, რათა ბალოგუნის წითელი ბარათისა და შესაბამისი სასჯელის გადახედვაზე გავლენა მოეხდინა.
„თეთრი სახლი უშუალოდ ფიფა-ს დაუკავშირდა და ჯანი ინფანტინოს ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გადახედვა სთხოვა.
ფიფა-ს კომენტარისთვის მიმართეს, ორგანიზაციაში კი დამოუკიდებელი კომიტეტის დასკვნებზე მიუთითეს.
ფიფა-ს წყაროები ამტკიცებენ, რომ 27-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებისა და სადისციპლინო კომისიის დამოუკიდებლობის გამო, თეთრი სახლი მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა“, – წერს ბენ ჯეიკობსი.
ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი: „მადლობა ფიფა-ს სწორი ნაბიჯისთვის და დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“.
მერვედფინალური ეტაპის მატჩი აშშ-სა და ბელგიას შორის 7 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ბალოგუნს, მიმდინარე მუნდიალზე მის ანგარიშზე 3 გოლია და თავისი ქვეყნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ